ხმაური საპროტესტო მსვლელობაზე - "პროვოკატორმა ფოტოგრაფს აგინა, პოლიციამ კი არ დააკავა, ჩვენს ფოტოგრაფს კრა ხელი"

26.04.25 16:00
ხმაური საპროტესტო მსვლელობაზე - "პროვოკატორმა ფოტოგრაფს აგინა, პოლიციამ კი არ დააკავა, ჩვენს ფოტოგრაფს კრა ხელი"

 

 

ხმაური საპროტესტო მსვლელობაზე - მოქალაქეების ინფორმაციით, პროკურატურისკენ მიმავალი მარშის მონაწილეებს, მათ შორის, ადგილზე მომუშავე ფოტოგრაფს, ე.წ. პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 

"ტვ პირველის" კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "პროვოკატორი" ტერიტორიას უბრალოდ განარიდეს.

პოლიციამ არა თუ ის დაიჭირა, პირიქით ჩვენს ფოტოგრაფს ხელი ჰკრა - ამბობს აქციის მონაწილე. 

ეს არის "ქართული ოცნების" ზონდერ ჯგუფი, ეს არის პროვოკაციული დაჯგუფება პროვოკატორი, რომლის სახეც დავინახეთ. როგორ განარიდა უბრალოდ, როდესაც აგინებდა ის ჩვენს ფოტოგრაფს და შემდეგ პოლიციამ არა თუ ის დაიჭირა ან გაწია, პირიქით ჩვენს ფოტოგრაფს ხელი ჰკრა. ეს არის უდანაშაულო ადამიანს, როცა აქციაზე შევა ან იჭერენ ან ჯარიმას უწერენ და როცა "ქართული ოცნების:" ზონდერ ჯგუფი მოდის ბილწსიტყვაობს, პროვოკაციობს იგინება უბრალოდ განარიდებენ. ეს არის რუსული რეჟიმი, ზუსტად მათთვის სჭირდებათ ეს ხალხი, რომ პროვოკაცია მოაწყონ. მაგრამ ძალა ჩვენშია ხალშია", - ამბობს მსვლელობის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები