ვთხოვ საზოგადოებას, გვერდით დაგვიდგნენ... თურქეთში მისი გაძევება შეიძლება ფიზიკურ განადგურებას ნიშნავდეს - თემურ ქათამაძის საცოლე
დიდუბის მეტროსთან შეკრებილებმა მსვლელობით პროკურატურასთან გადაინაცვლეს - საპროტესტო მარშს სინდისის პატიმრის, თემურ ქათამაძის საცოლეც შეუერთდა, რომელმაც ოთხ კედელში გამომწყვდეულ კაცს მხნეობა და გამძლეობა უსურვა.
ნონა კაკულიამ "ტვ პირველის" ეთერიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და მათ მხარდაჭერა სთხოვა. მისივე განცხადებით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" თემურ ქათამაძე თურქეთს გადასცეს, რადგან ნონა კაკულიას განმარტებით, თურქეთში მისი გაძევება ფიზიკური განადგურების ტოლფასია.
თემურს მინდა მივმართო და ვუსურვო მხნეობა. თემური მე მაძლიერებს ციხიდან. სამწუხაროდ, ემზადება დეპორტაციისთვის. დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააძევოს ქვეყნიდან. მინდა მივმართო ქართველებს, ჩვენო ქართველებო, გთხოვთ, დაგვეხმარეთ თემურს და მე. ის ადამიანი არ არის თურქეთში გასაშვები. იქაც პოლიტიკური ნიშნით დევნიან მას. თურქეთში მისი გაძევება მის ფიზიკურ განადგურებას შეიძლება ნიშნავდეს. მოახდინეთ სასწაული გთხოვთ. დაგვიდექით გვერდით ძალიან გთხოვთ". - განაცხადა თემურ ქათამაძის საცოლემ.