აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება დაახვედრეს

26.04.25 16:42
აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება დაახვედრეს

აქციის მონაწილეები მსვლელობით პროკურატურასთან მივიდნენ - გაბიტაშვილის უწყებასთან მოქალაქეებს პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება დაახვედრეს. 

გაბიტაშვილის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის გომელაურის უწყების თანამშრომლების ცოცხალი კედელი აღმართეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "ბოლომდე", "საქართველოს გაუმარჯოს", "ხმაური".

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".