აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს
აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს - მოქალაქეებმა გაბიტაშვილის უწყების წინ აგრეთვე გააკეთეს წარწერა "ცრუ ბრალმდებლები".
პროკურატურასთან აქციის მონაწილეებს პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება დახვდა
გაბიტაშვილის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის გომელაურის უწყების თანამშრომლების ცოცხალი კედელი აღმართეს.
პოლიციელები დგანან გზის განაპირა მხარესაც.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "ბოლომდე", "საქართველოს გაუმარჯოს", "ხმაური".
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".