აქციის მონაწილე მაღაროელმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

26.04.25 17:40
აქციის მონაწილე მაღაროელმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, აქციების ერთ-ერთმა მონაწილე მაღაროელმა მშრალი შიმშილობა დაიწყო. 

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციებს უკვე 2 თვეა, რაც მართავენ. ყველაფერი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 23 აპრილს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" განცხადება გაავრცელა, რომლითაც გაირკვა, რომ კომპანიამ რეორგანიზაცია დაგეგმა.

ამის შემდეგ თანამშრომლები ახალ პირობებზე ხელმოსაწერად დაიბარეს. მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებისგან ითხოვს, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.

მსგავსი სიახლეები