"პროტესტის ახალ ეტაპზე გადავდივართ..." - მოქალაქეები პროკურატურიდან დიდუბის მეტროსკენ დაიძრნენ

საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მშვიდობიანი დემონსტრანტები დიდუბის მეტროსკენ საპროტესტო მსვლელობით დაიძრნენ - ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ პროტესტის ახალ ეტაპზე გადადიან.
სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, ამიერიდან პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანების პირველი და უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს დე ფაქტო მთავრობის გადადგომა იქნება.
ჩვენ გადავდივართ პროტესტის ახალ ეტაპზე. მას შემდეგ, რაც მთელი ხელისუფლება არის სანქცირებული, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ საქართველოს დე ფაქტო მთავრობა გადადგეს. ქართველი ხალხი არ აპატიებს რუს ივანიშვილს გმირების შეურაცხყოფას. ჩვენ შევძლებთ, რომ ჩავატაროთ ახალი არჩევნები და არა დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა. " - განაცხადა მოქალაქემ.