ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია - ქართველმა ძიუდოისტმა ევროპული ფინალი მესამე ცდაზე მოიგო. ფინალში ილიამ აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა.
ეს ის კოცოევია, რომელმაც ილიას პარიზის ოლიმპიადის ფინალი მოუგო. ცნობისთვის, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ილია სულამანიძე ვერცხლის მედალოსანი ხდებოდა.