პოლიციას ნდობის მანდატი აქვს დაკარგული - ეკა ბესელია

27.04.25 11:13
პოლიციას ნდობის მანდატი აქვს დაკარგული - ეკა ბესელია

სისტემის კომპრომეტირებაა, - ასე აფასებს "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს. საქმე კონკრეტული სპეცრაზმელების თემას ეხება, რომლებსაც მოკლული 27 წლის კაცის დედა დანაშაულის ორგანიზებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. 

ეკა ბესელია პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი "სამართალდამცველების" გამო დარტყმის ქვეშ მთლიანად პოლიციელია დგება. მისი თქმიტ, ამ ინსტიტუციისადმი ხალხი ნდობას ჰკარგავს. 

ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ მსგავსი დაუსჯელი დანაშაულებები ახალ დანაშაულებებს ახალისებს. 

ეს ნიშნავს, რომ ჯერ ერთი, მთლიანად სისტემის კომპრომეტირება ხდება. პოლიციელის მუნდირი, მისი სტატუსი, მთლიანად დარტყმის ქვეშ დგება, იმიტომ, რომ მათ რიგებში მოძალადეები ვინც არიან, ვინც იქცევიან როგორც დამნაშავეები, მათ მიერ არ ხდება კანონიერი ზომების გატარება. ეს მთლიანად პოლიციას უკარგავს ნდობის მანდატს, რაც ძალიან სჭირდება ამ ინსტიტუციას და კიდევ უფრო სახიფათოა ის, რომ ახალისებს ახალ დანაშაულებებს და ეს ყველაფერი არის სასამართლოს პასუხისმგებლობა, - ამბობს ეკა ბესელია. 

შაბათის გუნდმა მოიპოვა მტკიცებულებები ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმიდან, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის თანამონაწილე სპეცრაზმელებს გამოძიებამ ხელი დააფარა. საუბარია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში მამის თვალწინ მოკლეს.

სპეცრაზმელები, რომლებსაც სასტიკად მოკლული ახალგაზრდას დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა  და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში  ადანაშაულებს, თორნიკე გოგიძე, ოთარ მარანელი და გიორგი ხარაძე არიან. ისინი, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ. 

მსგავსი სიახლეები