თაღლითური ქოლცენტრების საქმე - 14 აგენტი მუშაობას ისევ განაგრძობს

27.04.25 13:13
თაღლითური ქოლცენტრების საქმე - 14 აგენტი მუშაობას ისევ განაგრძობს

საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრი მუშაობას აგრძელებს. მოპოვებული ახალი დოკუმენტებით დგინდება, რომ ქართული ქოლცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიური იყო და, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს. 

მტკიცებულებები, რომელიც შვედურმა ორგანიზაციამ მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მათი მხილებიდან რამდენიმე კვირაში განაახლეს. 

ირკვევა, რომ 14 აგენტი საქართველოში შეცვლილი პლატფორმით და შეცვლილი სახელებით ოპერირებენ. 

მაგალითად, ლუკა ვეიდის სახელით, რეალურად, 21 წლის ახალგაზრდა ზვიად ურუშაძე იპერირებს. ქოლ ცენტრის კიდევ ერთი სკამერი ეშლი მარია, იგივე ქეთევან მალაშხიაა. 

ახალი დოკუმენტები, რომლებმაც გაჟონა, არის საკმაოდ მწირი და მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღამის აუდიო ზარებს, რომელიც განხორციელდა იგივე ქოლცენტრების აგენტების მიერ და ეს არის 184 ზარი ერთ ღამეში 14 აგენტის მიერ, რომელიც იქამდეც მუშაობდა „ექეი ჯგუფში“. სავარაუდოდ, საქართველოდან არის განხორციელებული ზარები, - ამბობს მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი. 

აღნიშნული ინფორმაცია ცნობილია საგამომოძიებო უწყებისთვისაც, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს. 

მედიაორგანიზაციებმა OCCRP, „აი, ფაქტი“, GMC და „სტუდია მონიტორი“ ევროპელი პენსიონერების მძარცველი სავარაუდო ქართველი თაღლითები ჯერ კიდევ თვე ნახევრის წინ გამოააშკარავეს. ჟურნალისტური საგამოძიებო მასალის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, ე.წ. სკამერებს ქონება დაუყადაღეს.

მსგავსი სიახლეები