სპეცრაზმელები 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში - იურისტი ხარვეზებზე მიუთითებს

27.04.25 14:15
სპეცრაზმელები 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში - იურისტი ხარვეზებზე მიუთითებს

"ხარებას" სპეცრაზმელები 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში - იურისტები საქმეში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებენ. გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, მათ შორის, საუბარია სპეცრაზმელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე.

უფლებადამცველი პირდაპირ ამბობს, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების სათანადო გამოძიება არ ხდება, რაც საბოლოოდ, მსგავს დანაშაულებს ახალისებს. 

გავრცელებული სიუჟეტის თანახმად, კიდევ ერთი დეტალია ძალიან საყურადღებო. შემთხვევის ადგილზე იმყოფება არაერთი ადამიანი, ამიტომ კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობას ადგილი. დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში ჩვენებები ერთმანეთს არ შეესაბამება ან შესაძლებელია, ეს იყოს ურთიერთგამომრიცხავი, რითაც აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო თავის დროზე გამოძიება და ამ გარემოებებით დაუინტერესელობა თავის მხრივ, ამ გამოძიებებს ხარვეზებზე მიუთითებს. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ სათანადო გამოძიება არ ხდება სამართალდამცავი უწყების წარმომამდგენელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების, არ ხდება მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რასაც საბოლოოდ, მივყავართ ასეთი დანაშაულების წახალისებისკენ, - ამბობს  გოგა ხატიაშვილი.

შაბათის გუნდმა მოიპოვა მტკიცებულებები ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმიდან, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის თანამონაწილე სპეცრაზმელებს გამოძიებამ ხელი დააფარა. საუბარია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში მამის თვალწინ მოკლეს.

სპეცრაზმელები, რომლებსაც სასტიკად მოკლული ახალგაზრდას დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა  და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში  ადანაშაულებს, თორნიკე გოგიძე, ოთარ მარანელი და გიორგი ხარაძე არიან. ისინი, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ.