"ოცნება" დანაშაულებს აქეზებს - თორნიკე მიგინეიშვილი

27.04.25 14:24
"ოცნება" დანაშაულებს აქეზებს - თორნიკე მიგინეიშვილი

იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დანაშაულების გამოუძიებლობით ახალ დანაშაულს აქეზებს. საქმე ეხება 27 წლის ბიჭის მკვლელობაში სპეცრაზმელების თანამონაწილეობის საქმეს, რომლებიც ამ დრომდე დასუჯელები არიან.

უფლებამდაცველის თქმით, თუ აღნიშნულ ტრაგედიას საგამოძიებო უწყებების მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, ნიშნავს, რომ მსგავის ფაქტი კიდევ განმეორდება. 

მათ აქვთ გარანტია, დღეს თუ ვინმე ცემის გამო არ დაისჯება, ხვალ თუ ვიღაცა უფრო მეტი ძალადობის გამო არ დაისჯება, რატომ დავისჯები, მაგალითად, იმისთვის, რომ ადამიანი მოვკლა? სამწუხაროდ, ამ ადამიანებს დღეს ეს განცდა აქვთ, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო და ის უწყებები, რომლებიც ამ საქმეებზე მყისიერად უნდა რეაგირებდნენ, დუმს და მათ აქეზებს იმიტომ, რომ შენ თუ დღეს ამისთვის არ დაისჯები, მაღალია ალბათობა იმის, რომ შენ ხვალაც იგივეს გააკეთებ ან უარესს. ასეთი ფაქტია ზუსტად ის საშინელი ტრაგედია, რომელიც მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ამ ოჯახს დაატყდა თავს, მთლიან ქვეყანას დაატყდა. თუ ამ აფქტზე არ იქნება რეაგირება დღეს, ეს ნიშნავს, რომ შენ ხვალ და შენი ოჯახი არ არის დაზღვეული მსგავსი ფაქტის განმეორებისგან, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

შაბათის გუნდმა მოიპოვა მტკიცებულებები ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმიდან, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის თანამონაწილე სპეცრაზმელებს გამოძიებამ ხელი დააფარა. საუბარია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში მამის თვალწინ მოკლეს.

სპეცრაზმელები, რომლებსაც სასტიკად მოკლული ახალგაზრდას დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა  და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში  ადანაშაულებს, თორნიკე გოგიძე, ოთარ მარანელი და გიორგი ხარაძე არიან. ისინი, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ. 

 

მსგავსი სიახლეები