სისხლიანი გარჩევა თბილისში - მუხიანში მამაკაცი დაჭრეს

27.04.25 15:17
სისხლიანი გარჩევა თბილისში -  მუხიანში მამაკაცი დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში - მუხიანში მამაკაცი დაჭრეს. მოქალაქეს საცხვრობელ სახლთან დახვდნენ და დანით გაუსწორდნენ. დაშავებულს ჭრილობები თავის არეში აღენიშნება.

დაზარალებულ მამაკაცი პოლიციაში ამ წუთებში იკითხება. მანამდე კაცი "პირველებთან" ამტკიცებდა, რომ დაზიანებები შემთხვევით მიიღო. 

"წავიქეცი", - ეუბნება დაზარალებული მედიას. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცის ყვირილი გამთენიისას გაიგეს, რომელიც შველას ითხოვდა. სწორედ მათ გამოიძახეს ადგილზე პოლიციაც.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სისხლიან გარჩევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 

ყვიროდა, მიშველეთ, მკლავენო! დახმარებას ითხოვდა. არ ვიცი რა მოხდა. პოლიციაა ამ დილით იყო, მეტი არ ვიცი, - ამბობს ადგილობრივი. 

შსს არ ამბობს, ჰყავს თუ არა მომხდარზე დაკავებული.