მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოავარია მოხდა - არიან დაშავებულები
ავარია მარნეულში - სომხეთისკენ მიმავალ ტრასაზე მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, საპირისპირო მხარეს გადავიდა და მანქანას დაეჯახა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მანქანა ორ ქალს ეჯახება. ორივე ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაშავებული არიან ავტომანქანების მძღოლები და მგზავრებიც. საუბარია, დააახლოებით, ათ ადამიანზე.