კომფორტი ხალხის ფულით - სპორტის ე.წ. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიუმ კლასის ავტომობილები შეიძინეს
სპორტის ე.წ. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიუმ კლასის ახალი ავტომობილები შეიძინეს. ნაყიდია 4 ცნობილი ბრენდების მანქანები, რომელიც ჯამში 450 ათასი ლარი დაჯდა.
პირადი გადაადგილებისთვის სპორტის ახალმა მინისტრმა უახლესი გამოშვების ავტომობილები მოითხოვა. სატენდერო ხელშეკრულებაში გაწერა, რომ ავტომობილები ახალი, არაუგვიანეს 2024 წლის გამოშვების უნდა იყოს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით კომფორტის შექმნას ოპოზიცია არამიზნობრივვ ხარჯვას უწოდებს. ამბობენ, რომ თუ სპორტის სამინისტროს მანქანები ესაჭიროებოდა, შეეძლოთ, გაცილებით უფრო დაბალ ფასიანი ეყიდათ, რომ საქმიანობაში ხელი არ შეშლოდათ, მაგრამ კობახიძის კაბინეტის წევრმა, რატომღაც, ახალი მანქანების ყიდვა ისურვა.
პირადი
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.