თაღლითური ქოლცენტრების საქმე - 14 აგენტი საქმიანობას ისევ განაგრძობს

ე.წ. სკამერები, იგივე თაღლითები, ვერც გამოძიებამ და ვერც ქონების დაყადაღებამ შეაკავა. პირები, რომლებმაც ევროპელ პენსიონერებს 35 მლნ დოლარამდე თანხა მოტყუებით გამოსძალეს, საქმიანობას აგრძლებენ. "ეი ქეის" სახელით საქართველოში მოქმედი ქოლცენტრი საქართველოში ისევ ოპერირებს, გაშიფრული აგენტები, ფინანსისტები და დამფუძნებლები კი ქვეყენაში ისე თავისუფლად გადაადგილდებიან.
მოპოვებულია სატელეფონ ზარები, რომლითაც დგინდება, რომ სკამერები საქართველოდან პენსიონერებთან ისევ რეკავენ და დიდძალ თანხებს ისევ სძალავენ. მტკიცებულება, რომელიც გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელმა მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მხილებიდან ზუსტად ერთ კვირაში საქართველოში უპრობლემოდ განაახლეს, მხოლოდ ოფისები შეიცვალეს.
ახლადმოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ქართული ქოლცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიური იყო. დაზარალებულებთან ათაღლითებმა ერთი კვირის განმავლობაში, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს. ამავე დოკუმენტებით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კიდევ ორი ახალი თაღლითის იდენტიფიცირება შეძლეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.