სისხლიანი გარჩევა გორში- დაკავებულია ერთი პირი

სისხლიანი დაპირისპირება გორში-შსს-მ ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, შიდა ქართლში ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული სერგო ახალკაცი დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,- წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ, გორში, წმინდაწყალის დასახლებაში ორ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.