მშენებლობები ივანიშვილის სახელით - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს

28.04.25 20:49
მშენებლობები ივანიშვილის სახელით - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება არქიტექტორების განხილვის საგნად იქცა. პროფესიულ წრეებში გაოგნებულები არიან მერიის გადაწყვეტილებით, რომელმაც სპორტის სასახლის უკან ახალი კორპუსების ჩადგმის ნებართვა გასცა.

ეს ტერიტორია თბილისში ურბანული გენოციდის მაგალითად იქცა, ახლა კი როდესაც აქ აშენებული კორპუსების ბინებში არც მზე შედის, არც ჰაერია და ფიზიკურად გადაადგილებაც კი ჭირს, ახალი კორპუსების ჩადგმა ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის გამოტანილი განაჩენია. 

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მერია სპორტის სასახლის უკან 4168 კვადრატულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლებას არ გასცემდა იქამდე, ვიდრე მიწის მომავალ მესაკუთრედ არ დარეგისტრირდა კომპანია, რომლის მეწილეც ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. 

ივანიშვილის სახელით ქალაქის ურბანულ განადგურებას დედაქალაქის მერი საკრებულოს დახმარებით წარმატებით ახორციელებს. სპორტის სასახლის უკან, იქ, სადაც უკვე წლებია გადადგილება უბრალოდ შეუძლებელია, ერთადერთ თავისუფალ მიწაზე, ალექსიძის 9 ნომერში ახალი მშენებლობა იგეგმება. არადა, გენგეგმით ამ ადგილზე განაშენიანება აკრძალული იყო,  თუმცა ყველა წესი და კანონი  მას შემდეგ ირღვევა, რაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის ივანიშვილის რძლის, ქეთევან ხარაიძის ძმა ჩნდება.

მშენებლობები ივანიშვილის სახელით - დეტალები ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.