„მიზანმიმართული რეპრესია და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა" - PHR ჩხრეკებზე
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ფონდების დამფუძნებლის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას ეხმაურება - PHR-ის შეფასებით, სახელმწიფოს ქმედებები მიზანმიმართულ რეპრესიასა და ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ორგანიზაციის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება მაშინ, როდესაც ადგილზე იმყოფებიან ბავშვები ან ორსული ქალები, შეუთავსებელია ბავშვთა უფლებებთან .
PHR-ის შეფასებით, სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ რეპრესიასა და ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას.
🔴 2025 წლის 29 აპრილს, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაწყეს უფლებადამცველთა და სამოქალაქო აქტივისტთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ერთერთ სახლში იმყოფებოდა ორსული მარიამ ბაჯელიძე თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად.
❗საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება მაშინ, როდესაც ადგილზე იმყოფებიან ბავშვები ან ორსული ქალები, შეუთავსებელია ბავშვთა უფლებებთან და მათ საუკეთესო ინტერესებთან. სახელმწიფოს ევალება, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებების დროს გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მათი ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება.
🔴 ამასთან, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების დაშინებას, დისკრედიტაციასა და საჯარო სივრცეში მათი საქმიანობის შეზღუდვას.
სახელმწიფოს ევალება:
▪️ თავი შეიკავოს უფლებადამცველთა საქმიანობის გამო მათი უფლებების დარღვევისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან;
▪️ დაიცვან უფლებადამცველები მესამე პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან;
▪️ გაატარონ ღონისძიებები უფლებადამცველთა მიერ საკუთარი უფლებების (მათ შორის, მათი მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის) სრული რეალიზაციის ხელშესაწყობად;
▪️ შექმნან უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო, სადაც
უფლებადამცველებს ექნებათ დაცულობის განცდა
და დაუბრკოლებლად საქმიანობის შესაძლებლობა.
❗ნაცვლად ამისა სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და აქტივისტების საქმიანობა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 5 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
არასწრულწლოვანი იმყოფება ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც, სადაც ამ წუთებშიც გრძელდება ჩხრეკა.
დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ.