ჩხრეკაზე მარიამ ბაჯელიძის სამსახურშიც შევიდნენ (ვიდეო)
პროკურატურის წარმომადგენლები ჩრეკაზე მარიამ ბაჯელიძის სამსახურშიც შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე ტექნიკას ეძებენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში მარიამ გეგუჩაძე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 5 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
არასწრულწლოვანი იმყოფება ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც, სადაც ამ წუთებშიც გრძელდება ჩხრეკა.
დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ.