პროკურატურას სუს-ი მეთვალყურეობდა - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი

29.04.25 15:46
პროკურატურას სუს-ი მეთვალყურეობდა - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი

 

 

"ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის სახლში ჩხრეკა დასრულებულია - ნანუკა ჟორჟოლიანი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ჩხრეკისას პროკურატურის წარმომადგენლებს სუს-ი მეთვალყურეობდა და სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან იღებდა მითითებებს.

ჟორჟოლიანის თქმით, სახლიდან გამომძიებელებმა წაიღეს მობილური ტელეფონები, რომლებიც არ ირთვება და ასევე ფლეშკები. 

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ჩხრეკის განჩინება პროკურატურას პირველ აპრილს ჰქონდა გაცემული, თუმცა ამ დრომდე ელოდებოდნენ "მომენტს" მის სახლში შესასვლელად. 

არ გეგონოთ ჩხრეკის ცრემლებია. გული ამიჩუყდა უბრალოდ... დილის 9 საათი ჯერ არ იყო, როდესაც მივიღე შეტყობინება ჩემი ადვოკატისგან, რომელიც ასევე არის "ფროსფერითის" ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ იქ შევიდნენ ჩხრეკაზე და იცოდე, მაინც ინფორმაციას გაწვდი. ამის შემდეგ, ჩემი შვილი წავიდა და მითხრა, რომ დაბლა ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და მივხვდი, რომ ჩხრეკაზე შემოდიოდნენ. ერთადერთი მინდოდა, რომ საბას სახლიდან გაესწრო, მაგრამ ვერ გაასწრო რა. წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. მასთან ერთად იყვნენ პროკურორები, რომლებსაც ეწერათ, რომ იყვნენ პროკურორები. იყო 5 ცალი, რაღაცნაირი, უფორმო პოლიციელი. რაც მთავარია, საბამ ამოიცნო ერთი და მითხრა, რომ ეს არის პოლიციელიო. რომ მივხვდი უკვე ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ, მე თვითონ მივეცი, საბა რახან იყო სახლში.

პირველი, ყველაზე სერიოზული რეაქცია რაზეც ჰქონდათ, ეს იყო ლაივი და მე მათ ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდომა არ მქონდა და შესაბამისად, ეს იყო ჩემი დაცვა, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც კი აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ ლაივს არ გავთიშავდი. საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი, რადგან პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუსი მეთვალყურეობას უწვებოდა. ეს არის საინტერესო, რადგან იქ ნდობის ფაქტორები არის სისტემაში მორღვეული, "ოცნება" სისტემაში ერთმანეთს ნაკლებად ენდობა.

პროკურატურა რომ დადიოდა, სუს-ი ეუბნებოდა რა უნდა ექნა. ისინი ეუბნებოდნენ, ანიშნებდნენ, ისინი იღებდნენ პირდაპირ ეთერში გარკვეულ მინიშნებებს და პროკურატურაც ამის მიხედვით მოქმედებდა. მათი მთავარი ამბავი იყო, რომ ლაივში ეს ყველაფერი არ ყოფილიყო. ჩხრეკის განჩინება არის გაცემული პირველ აპრილს, მე რომ სამ აპრილს დავწერე სტატუსი, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შემოდიან, ის ინფორმაცია იყო სწორი. სამართლებრივად ამიხსნეს, რომ ვადა გასდიოდა ამ ნებართვას და შესაბამისად გამოიყენეს ეს ნებართვა. აქ იყო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებული. ამოიღეს ყველაფერი საბას ნათლობიდან დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს, ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომლებიც არ ირთვება და დანარჩენი ამოიღეს, ე.წ. ფლეშკები", - თქვა ჟორჟოლიანმა.

ჩხრეკა ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურის წარმომდგენლებმა ჟურნალისტის სახლი უკვე დატოვეს.

  • პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები