მკვლელობა ლოს-ანჯელესში - ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელია

29.04.25 16:59
მკვლელობა ლოს-ანჯელესში - ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელია

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის  ბრალდებით, ლოს-ანჯელესში ყოფილი სპეცრაზმელია დაკავებული. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ექს თანამშრომელს, ბესიკ ხუციშვილს FBI - ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება.

  • ხუციშვილი ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობის ბრალდებით, ორ ქართველთან - 46 წლის ზაზა ოთარაშვილთან და 38 წლის პაატა კოჩიაშვილთან ერთად დააკავეს.

პირველი ინტერვიუ კი მის ოჯახთან თბილისში "პირველებმა" ჩაწერა. ყოფილი სპეცრზმელის ძმა ამბობს, რომ ზაზა ოთარაშვილი პოლიციამ ბესიკ ხუციშვილთან ერთად, მათ მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავა. 

"არ ვიცი, რა აკავშირებდა მოკლულთან, საქართველოდან 5 წლის წინ წავიდა. კი (სპეცრაზმელი იყო). ამერიკაში მანქანაზე მუშაობდა. ზაზა (ოთარაშვილი) მისი მეგობარი იყო. 

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ჩვენც გაოგნებულები ვართ -  თავადაც არ იყო აგრესიული, არ არსებობს, ჩემი ძმა ასეთი ადამიანი არ არის. საქმეში იარაღი ფიგურირებს, რომელიც ჩემს ძმას არ ეკუთვნის, იმ კაცის (გარდაცვლილის) იყო. 

2 მილიონიანი გირაოს გადახდას ვერ შეძლებს, ნახეთ, რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ, 2 მილიონი რომ ჰქონდეს, იქ რა უნდოდა. დაველოდებით გამოძიებას. 

ჩემი ძმა, ზაზასთან ერთად იმ სახლიდან აიყვანეს, რომელიც ნაქირავები ჰქონდა"- აცხადებს დაკავებულის ძმა. 

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს