ჩემს სახლში სპეცოპერაცია ირაკლი კობახიძემ ჩაატარა - ნანუკა ჟორჟოლიანი
ჩხრეკის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში - ტელეწამყვანი ხელს ირაკლი კობახიძეს ადებს და ამბობს, რომ სწორედ ივანიშვილის პრემიერმა ჩაატარა მის სახლში სპეცოპერაცია.
მეტიც, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 3 აპრილს სწორედ ირაკლი კობახიძემ მოითზოვა ჩხრეკის ჩატარება მის სახლში, თუმცა მაშინ ტელეწამყვანის ინფორმაციით, უშიშროების სამსახური "ამას არ ურჩევდა", ირაკლი კობახიძე კი ასეთი განუსაზღვრელი ძლაუფლებით მაშინ არ სარგებლობდა. მაშინ სუს-ს გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა.
ჟორჟოლიანის თქმით, კობახიძე გაბიტაშვილს ბოლომდე არ ენდობა და სწორედ ამიტომ მიავლინა მის სახლში სუს-ის წარმომადგენლები.
"ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი ამ ყველაფერს დაშინების მცდელობას უკავშირებს და "პირველების" ეთერიდან უთვლის რეჟიმს, რომ მათი ტერორის და დაშინების არ ეშინია.
ყველაზე მწვავე რეაქცია მოყვა იმას, რომ სუს-ის გაყვანა მოვითხოვე. ციანიდის საქმის პროკურორი იყო ხელმძღვანელი პროკურორებში და სუს-იდან კეპიანი იყო ხელმძღვანელი. ტელეფონში იყო 24 საათი და აძლევდა მითითებებს, რა უნდა გაეკეთებინათ. ტელეფონზე სუს-ის ბიჭმა აჩვენა რომ წაართვითო. პროკურატურა უფრო ცდილობდა, რომ ეწარმოებინათ როგორც ფარგლებში და სუს-ის იყო დავალებების მიმცემი, პროკურატურის მაყურებელი. როგორც ჩანს, კობახიძე გაბიტაშვილს ბოლომდე არ ენდობა და შესაბამისად სუს-ი ჩართო აქ, იმიტომ, რომ დღეს აქ პროკურატურას ზედამხედველი სამსახური ჰყავდა წარმოდგენილი. საბას ტექნიკა წაიღეს ყველაზე მეტად. მგონი ქოციც არ იზამ, რომ მიის არასრულწლოვანი შვილის კომპიუტერში შეინახოს რამე. ამას რომელი დედა იზამს? თუ პირველ განცხადებაში პროკურატურა საუბრობდა, რომ ჩვენ ქვეყნის გადატრიალებას და დამხობას ვაპირებდით, ახლა საუბრობს, რომ ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით. პირდაპირ უწერიათ, რომ ქველმოქმედებისთვის აკეთებენ ამას და რას მეუბნებიან, რომ ქველმოქმედება გავაჩერო? არ გავაჩერებ და თუ ამისთვის დამაკავებენ, დამაკაონ. ეს ემსახურებოდა შეშინებას. ხალხს ამით გაუგზავნეს მესიჯი, რომ ნანუკას თუ ამას ვუკეთებთ, შენ, ვისაც ნანუკას იმედი გაქვს, შენ რას გიზამ. 3 აპრილს მიწერია სტატუსი, რომ ჩემთან შემოსვლას აპირებებენ, მაშინ ჩემი ინფორმაციით, ამის მომთხოვნი იყო ირაკლი კობახიძე. მაშინ სხვა საკადრო ამბები იყო. მე როგორც ვიცი, უშიშროების სამსახური მაშინ ამათ ამას არ ურჩევდათ. ლილუაშვილი იყო მაშინ სუს-ის უფროსი, რომელიც უნდობლობის გამო მოხსნეს. ის ადამიანები, ვინც ფიქრობდნენ, რომ აქ ჩხრეკა არ იყო აუცილებელი, სუსტდება მათი გავლენები. მთლიანად ხელისუფლებას იბარებს რადიკალი რუსი ირაკლი კობახიძე, რომელიც აუცილებლად დაემხობა და შემდეგ ხდება იმ გადაწყვეტილებსი მიღება, რომელიც აქ ნახეთ. ეს სუს-ის სპეცოპერაცია არ იყო, ეს იყო ირაკლი კობახიძის სპეცოპერაცია, ის არის სუს-ის უფროსიც, პროკურორიც, დამლაგებელი და ყველაფერი ამ ქვეყანაში არის ირაკლი კობახიძე.
კითხვაზე, ეშინია თუ არა დაკავების - ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ არა.
არაჩვეულებრივი ისტორია მექნება იმისთვის, რომ ჩემი ეგო გამოვიკვებო. ეგ აკლია ჩემს ისტორიას და ეგეც მექნება.
დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.
- ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ.