დავბრუნდი - ილია თოფურიამ საბოლოო სამედიცინო შემოწმება გაიარა

17.09.26 10:04
დავბრუნდი - ილია თოფურიამ საბოლოო სამედიცინო შემოწმება გაიარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საბოლოო სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის დაბრუნდა. 

ამასთან, მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. დავბრუნდი. ყველა იმ ჯამბაზს, ვინც მთელი ეს დრო სისულელეებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა - აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის აქვს გამბედაობა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე დავრწმუნდები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს შეამოწმებენ, რათა შიგნით რამე უცნაური არ ჩადოს. მალე შევხვდებით, - წერს ილია თოფურია.