კვარას წერილი ვილის
კაპიტნის წერილი ვილის - ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასულ ვილი სანიოლს დაემშვიდობა.
“მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით.
ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყველასთვის სამუდამოდ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასაცელი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით.” - დაწერა კაპიტანმა სოციალურ ქსელში [GEO TEAM]
დღეს გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აღარ იქნება. მას რამაზ სვანაძე შეცვლის, რომელიც თანამდებობას 2028 წლამდე დაიკავებს.
რამაზ სვანაძე აქამდე 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა. მას მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.