Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა

23.03.21 16:02
Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

ფაიზერის ვაქცინა, როგორც ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში, შესაბამისად, მოხდება პირველ ლოკაციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება, ხოლო შემდეგ გადანაწილდება, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ცნობილია,  Pfizer-ის ვაქცინით აცრა 65 წელს ზემოტ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინა არსებობს. 43 200 დოზა  1 კვირის წინ ჩამოვიდა. ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო, ამ დროის   განმავლობაში ქვეყანაში 4 ათასამდე მედიცინის მუშაკი აიცრა. 

მსგავსი სიახლეები