დღეს საქართველოში COVID-19-ის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 269 800;
- გამოჯანმრთელებულია - 263 727;
- გარდაცვლილია - 3 475;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 22 501, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 718 PCR ტესტით - 8 783.
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,61%, ბოლო 14 დღის - 2,28%, ბოლო 7 დღის - 2,25%
- კარანტინის რეჟიმში - 302
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 553
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 180
ცნობისთვის, covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა, ახალი კორონა ვირუსით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.