საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალება პერმანენტული აქციების ფონზე მოუწევს - ბექა ბასილაია

15.10.21 19:01
საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალება პერმანენტული აქციების ფონზე მოუწევს - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და იმის გამო, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ბექა ბასილაია განმარტავს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე სახელისუფლებო ინსტიტუტები ჩამოშლილია, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს.

ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, უფრო მეტიც, საქართველოში უკვე სასამართლო აღარ ფუნქციონირებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესების დაჩქარებაზე უარს გვეუბნებიან, სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება ჩამოართვეს. ასეთ ვითარებაში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი, ამას ითხოვს როგორც ისტორიული მომენტი, ასევე კონსტიტუციის ლოგიკა.  პრეზიდენტი ისეთ ვითარებაში, როცა მოშლილია ხელისუფლების დანაწილების სისტემა,  უნდა იყოს დაბალანსებული, რათა ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავდეს.

 პრეზიდენტ ზურაბიშვილს პერმანენტული, მკაფიო და ძლიერი აქციების ფონზე მოუწევს  სააკაშვილის შეწყალება - აცხადებს ბექა ბასილაია.

ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და დაპატიმრების შემთხვევაში მის შეწყალებას არ გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები