399 ახალი შემთხვევა, 356 გამოჯანმრთელებული და 10 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 356, ხოლო გარდაიცვალა 10 ადამიანი - ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო ერთ დღეში ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 093, PCR-ით - 10 545.
საერთო ჯამში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 279027 ადამიანი შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 271 278-ია, ხოლო გარდაიცვალა 3 732 ადამიანი.