Pfizer-ით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება

25.03.21 12:19
Pfizer-ით ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება

Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება - ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ დაადასტურა. 

"დღეს საღამოდან Pfizer-ის ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. ამდენად, მოქალაქეს ექნება საშუალება არჩევანი გააკეთოს "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის. Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაცია 6 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა დღეს შემოვიდა​. 

მსგავსი სიახლეები