დღეს საქართველოში COVID-19-ის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26.02.21 10:58
დღეს საქართველოში COVID-19-ის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 320 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  10 პაციენტი კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 270 137;
  • გამოჯანმრთელებულია - 264 047;
  • გარდაცვლილია - 3 485; 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 436, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  17 311 PCR ტესტით - 8 125
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  1,32%,  ბოლო 14 დღის - 2,2%, ბოლო 7 დღის - 2,03%
  • კარანტინის რეჟიმში - 304
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 542
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 167

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში, ზუსტად 1 წლის წინ 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა, მათგან 2,5 მილიონზე მეტი  გარდაიცვალა .

მსგავსი სიახლეები