სამეგრელოში პოლიცია წინასაარჩევნოდ ზეწოლას ახდენს - ვინ არის ლაშა მამფორია

პოლიციის წინასაარჩევნო რეკეტი რეგიონებში. ოპოზიციისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების მტკიცებით, ხელისუფლება ხმების მითვისებას პოლიციელების დახმარებით ცდილობს.
წინასაარჩევნო რეკეტში ოპოზიციამ ლაშა მამფორია, ანაკლიის პოლიციის მაღალჩინოსანი ამხილა. ვინ არის პოლიციელი, რომელიც მოქალაქებს არჩევნებამდე 2 დღით ადრე აშინებს, პირადობის მოწომებს ართმევს და ხმებს ,,ოცნების" სასარგებლოდ ითხოვს?
,,ტვ პირველთან" ინფორმაციას ანაკლიის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ, ისინი აცხადებენ, რომ მამფორია მათ აიძულებს, გადაწყვეტილება ,,ოცნების" სასარგებლოდ გააკეთონ, თუმცა სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობენ.
თავად ლაშა მამფორია ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სამუშაო ადგილზე არ დახვდა. სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელების დროს პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია და დეტალების გასაცნობად ჟურნალისტები შსს-ს პრესცენტრთან გადაამისამართა.
სამართალდამცველების მხრიდან სამეგრელოს მოსახლეობაზე ზეწოლაზე საუბრობს ,,ნაცმოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა წითლიძე, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და გამოძიებას აღნიშნული ფაქტით დაინტესებისკენ მოუწოდა.