შემოიღეთ სანქციები მოსამართლეთა კლანის მიმართ - სააკაშვილის მიმართვა აშშ-ის ხელისუფლებას

05.11.21 15:32
შემოიღეთ სანქციები მოსამართლეთა კლანის მიმართ - სააკაშვილის მიმართვა აშშ-ის ხელისუფლებას

 ,,დაუყონებლივ შემოიღეთ პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატი ამერიკის ხელისუფლებაა. მიხეილ სააკაშვილის პროგნოზით, პერსონალური სანქციები პატიოსანი და პრინციპული მოსამართლეების პოზიციებს განამტკიცებს. 

ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერლპთ. 
ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის
- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები