490 ახალი შემთხვევა, 219 გამოჯანმრთელებული, 8 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 219 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 279 936
გამოჯანმრთელებულია - 271 804
გარდაცვლილია - 3 746
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 35 560, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 791, PCR ტესტით - 11 769
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,34%, ბოლო 14 დღის - 1,62%, ბოლო 7 დღის - 1,77%
კარანტინის რეჟიმში - 301
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 589
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 192
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფისქირდა. მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 126 მილიონს გადააჭარბა,გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი ადამიანი.