ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს - კოვაქსი

01.03.21 12:41
ვაქცინა  იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს - კოვაქსი

"კოვაქს" პლატფორმის განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში. მათი განცხადებით, საქართველომ  კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. ამ თემაზე მათ "ინტერპრესნიუსს" წერილობით აცნობეს.

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - აღნიშნავს კოვაქს პლატფორმა გამოცემასთან.

შეგახსენებთ,  ვაქცინის შემოტანა მთავრობამ თებერვლის შუა რიცხვებისთვის დააანონსა, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როდის დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი.ცნობისთვის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოსახლეობის აცრა უკვე მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები