55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციას 5 აპრილიდან შეძლებენ

02.04.21 12:53
55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციას 5 აპრილიდან შეძლებენ

55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციას 5 აპრილიდან შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას თქმით, რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დაიწყება. 

სულ 8909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6893 „ასტრაზენეკას“, 2016 პირი კი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია 8 ათას 809 პირი,  ამათგან 6 893 ,,ასტრა ზენეკათი" და  2016 ,,ფაიზერით".

 

მსგავსი სიახლეები