უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა ძალიან დიდი რისკია - ჯანდაცვის ექსპერტები

01.03.21 13:02
უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა ძალიან დიდი რისკია - ჯანდაცვის ექსპერტები

შეზღუდვების  მოხსნის ფონზე ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ჯანდაცვის ექსპერტები მომატებულ რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის გასადადგმელად მინიმუმ ასი ათასი ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო აცრილი. მათი თქმით, უვაქცინობა ადამიანების მასიურ სიკვდილიანობას გამოიწვევს.

სფეროს ექსპერტები ხელისუფლებას უვაქცინობის გამო აკრიტიკებენ და გარკვეული პირების პასუხისგებაში მიცემაზე საუბრობენ.

უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი. ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში მინიმუმ ასი ათასი ადამიანი აცრილი, რომ ჩვენ ლიბერალურ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა, რამაც შეიძლება ჩვენ უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს. ვაქცინა არ შემოდის. სახელმწიფოს უნდა გაკეთებინა ძალიან მეტი პროაქტიური ქმედებები კოვაქსთან. აქტიური ქმედებები არ განახორციელა ხელისუფლებამ და ბუნებრივია, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ადამიანებს ამის გამო, იმიტომ, რომ ყოველი დღე დაგვიანება ვაქცინაციის ნიშნავს, ითარგმნება ადამიანის სიცოცხლეში, - აცხადებს ჯანდაცვის ერთ-ერთი ექსპერტი.

მსგავსი სიახლეები