იქნება კორუფციული გარიგებები - ჩალაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე

ჯანდაცვის ექსპერტი და გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, ფიქრობს, რომ ჩინური ვაქცინის შემოტანით "ოცნება" ცდილობს, ვაქცინირებულთა რაოდენობა ხელოვნურად გაზარდოს და კორუფციული გარიგებები აწარმოოს.
თუ ჩვენ რეალურად გვინდა კარგი ხარისხის და აღიარებული ვაქცინა, ჩინურმა ვაქცინამ გინდაც მიიღოს ჯანმოს აღიარება, არ იქნება იმ ხარისხის, რაც Pfizer, მოდერნა, Johnson&Johnson. ჯანმოს აღიარება რეალურად არაფერს ნიშნავს. ჩინური ვაქცინა შემოგვაქვს იმიტომ, რომ აქ არის ყველაზე ადვილი კორუფციული გარიგებები. ჩვენ გვჭირდება აცრილი რაოდენობის გაზრდა, რომ კოვაქსმა გააგრძელოს ვაქცინების მოწოდება. ამ ჩინური ვაქცინით დაიწყებენ პოლიციელების და ჯარის აცრას, შესაბამისად გაიზრდება პროცენტული მაჩვენებელი, ვინც აცრა გაიკეთა და კოვაქსიდან შეძლებენ ვაქცინის მიღებას,"- ამბობს გიორგი ჩალაძე.
ჩინური ვაქცინა ,,სინოფარმის" ასი ათასი დოზა საქართველოში ხვალ უნდა შემოიტანონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით აცრილია 8 ათას 809 პირი, ამათგან 6 893 AstraZeneca-თი, ხოლო 2016 ადამიანი კი Pfizer-ის ვაქცინით.