საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა

03.04.21 23:45
საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა

საქართველოში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 ათასი დოზა შემოვიდა.სინოფარმით  ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სინოფარმი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

ამ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული ამ ვაქცინით. კვლევები ძალიან  კარგ შედეგებს აჩვენებს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის", - ამბობს თამარ გაბუნია. 

35 მკაცრი მარეგულირებლიდან 34-ს სინოფარმი ჯერ აღიარებული არ აქვს. სინოფრამმა ავტორიზაცია მხოლოდ უნგრეთის მარეგულირებლისგან მიიღო და სწორედ უნგრეთია ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა,სადაც ჩინური ვაქცინით მიმდინარეობს მოსახლეობის აცრა.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს -  Pfizer-ის ვაქცინა. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა 55 წელს გადაცილებულ პირებს 5 აპრილიდან ექნებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია 8 ათას 809 პირი,  ამათგან 6 893 AstraZeneca-თი, ხოლო  2016 ადამიანი კი Pfizer-ის ვაქცინით. 

მსგავსი სიახლეები