464 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

საქართველოში,ბოლო 24 საათში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 454.
3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.97 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.01 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 599-მდე.