ინფიცირებულთა მატება არასწორი მენეჯმენტის შედეგია - ვახტანგ კალოიანი

05.04.21 11:36
ინფიცირებულთა მატება არასწორი მენეჯმენტის შედეგია - ვახტანგ კალოიანი

ჯანდაცვის ექსპერტი, ვახტანგ კალოიანი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შესაძლო მესამე ტალღის დაწყება ხელისუფლების არასწორი მენეჯმენტის შედეგია.  კალოიანი ამბობს, რომ მთავრობა თავისივე დაწესებულ რეგულაციებს თავადვე არღვევს. 

სამწუხაროდ, ინფიცირების მატება მოსალოდნელი იყო, არასწორი მენეჯმენტის პირობებში. მაგალითად, ნიღბის ტარების იგნორირების,  დიდი შეკრებების, რომელსაც თავად ხელისუფლების წევრები არღვევენ-ხოლმე, მოსალოდნელი იქნებოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. თუ ხელისუფლება სწორად ჩაერევა პროცესებში და მართავს რეგულაციებს, შევძლებთ მესამე ტალღის აცილებასაც და დრაკონული რეგულაციებიდან გამოსვლასაც, -ამბობს ვახტანგ კალოიანი.

 ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2.97%-ს შეადგენს. ქვეყანა მესამე ტალღის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები