ამ ეტაპზე გადაცდომებზე საუბარი გაგვიჭირდება - ტიკარაძე გარდაცვლილი მედდის საქმეზე

05.04.21 12:32
ამ ეტაპზე გადაცდომებზე საუბარი გაგვიჭირდება - ტიკარაძე გარდაცვლილი მედდის საქმეზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით, 27 წლის მედდის საქმეზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ტიკარაძე ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით გადაცდომებზე საუბარი ნაადრევია. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხარაულის დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება. რაც გახდება ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისთვის, რომ ჩვენმა ექსპერტებმა უკვე იმსჯელონ იმ შესაძლო გადაცდომების შესახებ, თუ ასეთი ზოგადად იყო. თუმცა, ამ ეტაპისთვის ,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ გარკვეულ გადაცდომებზე საუბარი, ალბათ, გაგვიჭირდება", - ამბობს ტიკარაძე. 

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, "იმედის" კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის მედდა კომაში ჩავარდა. ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მსგავსი სიახლეები