მდგომარეობა საგანგაშოსთან ახლოა - გამყრელიძე

05.04.21 12:45
მდგომარეობა საგანგაშოსთან ახლოა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ინფექციის ზრდის მაჩვენებელი საგანგაშოსთან ახლოა. გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 

ძალიან დიდი რისკია ხალხმრავალი შეკრებები, ძალიან დიდი რისკი ინფექციის გავრცელების, ამიტომ უნდა დავიცვათ წესი, მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებო და საგანგაშოსთან ახლოა," - ამირან გამყრელიძე. 

ცნობისთვის, ქვეყანაში მესამე ტალღას ელოდებიან. კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის დღიური მაჩვენებელი 2.97%-მდე გაიზარდა. 

მსგავსი სიახლეები