897 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის რეკორდული ზრდის მაჩვენებელი

06.04.21 10:50
897 ახალი  შემთხვევა  - კორონავირუსის რეკორდული ზრდის მაჩვენებელი

კორონავირუსის რეკორდული ზრდა საქართველოში - ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 897-ით გაიზარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-მდეა. 24 საათში 24592 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა  196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 132 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 106 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.