თავშეყრები დიდ რისკებს ქმნის - მაია ბუწაშვილი კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკაზე

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ერთადერთ თავდაცვის საშუალებად კვლევ სოციალური დისტანციის დაცვა რჩება.
მოსახლეობაზეც არის დამოკიდებული, რამდენად მოარიდებენ თავს თავშეყრებს, რაც ბოლო დროს ადამიანები აშკარაა, რომ ისევ აქტიურად იკრიბებიან, ეს დიდ რისკებს ქმნის. ვაქცინაციით მოცვა ჯერ ვერ მიაღწევს იმ მასშტაბებს, რომ ამას დავეყრდნოთ, ჯერ დამოკიდებული ვართ მაინც იმაზე, რომ ფიზიკური დისტანცირება დავიცვათ, რომ შევამციროთ იმის რისკი, რომ ხელახალი აღმავლობა მოხდეს და ხელისუფლებამ ისევ გამოიყენოს შეზღუდვები, - ამბობს მაია ბუწაშვილი.
ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 897-ით გაიზარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-მდეა. 24 საათში 24592 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.