ახალი რეგულაციები იქნება კიდევ ერთი დარტყმა ეკონომიკისთვის - ექსპერტები

06.04.21 11:14
ახალი რეგულაციები იქნება კიდევ ერთი დარტყმა ეკონომიკისთვის - ექსპერტები

კორონავირუსის საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკის ფონზე ქვეყანა ჩაკეტვის მოლოდინშია. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისი საქართველოში კიდევ უფრო გაღრმავდება. 

ახალი რეგულაციები და კიდევ ერთი შეზღუდვა იქნება კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ შევაჩეროთ ვარდნა, არ იხსნება ტურიზმი, არ იხსნება ეკონომიკა, ძალაშია კომენდანტი, შეიძლება, პანდემიას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები გაღრმავდება,"-  ამბობს გიორგი კეპულაძე. 

ბიზნესის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები ყველა სექტორს დააზარალებს.  

ძალიან მძიმე იქნება ეს როგორც ბიზნესისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის, შეზღუდვები არაპროპორციულად ეხება სექტორებს, შეზღუდვები იქნება ყველა სექტორისთვის, გამოყოფა რომელიმე კონკრეტულის, რომ ისინი გაუძლებენ და სხვები ვერა, არ იქნება სწორი," - ამბობს გიორგი პაპავა. 

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 897-ით გაიზარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-მდეა. 24 საათში 24592 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა  196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები