გურიაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა

06.04.21 15:27
გურიაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა

გურიაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500-მდე პირია ინფიცირებული. მათ შორის არიან ლანჩხუთის და ოზურგეთის მცხოვრებლები.  

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საპოლიციო კონტროლი და თერმოსკრინინგი 4 სოფელში მიმდინარეობს. დაწყებულია მასობრივი ტესტირებებიც. 

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ზომებს ეპიდვითარებიდან გამომდინარე გაამკაცრებენ.  
 

მსგავსი სიახლეები