687 ახალი შემთხვევა, 8 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

07.04.21 10:40
687 ახალი  შემთხვევა, 8 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

კორონავირუსის რეკორდული ზრდა საქართველოში - ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 687-ით  გაიზარდა. 24 საათში  27713 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 327 ადამიანი,  8 პაციენტი  კი გარდაიცვალა.  დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,48 % - მდე გაიზარდა. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი კი  - 1,98%-ია. 

ქვეყანა მესამე ტალღის მოლოდინშია. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდსიტუაციას ,,საგანგაშოსთან ახლოს და საყურადღებოს" უწოდებს. მათი თქმით, თუ ვირუსის 2 კვირიანი დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს მიაღწევს, საჭირო იქნება ახალი ზომების მიღება.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 132 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 106 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონი.

მსგავსი სიახლეები