"ეს პროცესი საკონტროლოდ ძალიან რთულია"- "ბრიტანული შტამის" შემთხვევები საქართველოში იზრდება

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 50-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული სპეციალისტები ამბობენ, რომ მესამე ტალღის დაწყებას ახალი შტამების გავრცელებაც უწყობს ხელს.
ჩვენთან პირველი შემთხვევა იანვრის დასაწყისში დაფიქსირდა ბრიტანული შტამის, ეს არის 50-ზე მეტი შემთხვევა, ეს არ არის ძირითადი და წამყვანი ქვეყანაში, განსხვავებით დიდი ბრიტანეთისგან.ძნელი სათქმელია გახდება თუ არა ეს შტამი დომინანტური, შემოვა თუ არა სხვა შტამები, ეს პროცესი საკონტროლოდ ძალიან რთულია. ახალგაზრდებში ბრიტანული შტამი უფრო ხშირია. ბრიტანული შტამის თავის დაცვის საშუალება 2 ნიღბის ერთდროულად ტარება არის, გადამდებლობის საწინააღმდეგოდ შეიძლება სწორედ 2 ნიღაბი იყოს ეფექტური," - ამბობს ივანე ჩხაიძე.