საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისავდომი. ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი", - თქვა ტიკარაძემ.
საქართველოში ამ ეტაპზე ვაქცინაცია Pfizer-ითა და AstraZeneca-თი მიმდინარეობს. ქვეყანაში შემოსულია ჩინური ,,სინოფარმიც", თუმცა მისი გამოყენება ამ ეტაპზე არ ხდება. ჩინური ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მოლოდინშია.