"ოცნების" კლასტერი გაიზარდა - ვირუსით კიდევ რამდენიმე დეპუტატია ინფიცირებული

08.04.21 12:54
"ოცნების" კლასტერი გაიზარდა - ვირუსით კიდევ რამდენიმე დეპუტატია ინფიცირებული

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კლასტერს კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი ზარქუა და ირაკლი მეძმარიაშილი, დაემატა. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. ვირუსით ინფიცირებულია ასევე პარლამენტის აპარატის 4 თანამშრომელი. 

არსებული ინფორმაციით,  კოვიდ 19-ით პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დაინფიცირდა, რის შემდეგაც ვირუსი სხვა დეპუტატებსაც გადაედოთ. 

ამ დროისათვის დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი დეპუტატები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, ხოლო მეორე ნაწილი ტესტირების პასუხებს ელოდება.

დღეის მდგომარეობით 5 დეპუტატ ჰქონდა დადასტურებული კოვიდი და 4 თანამშრომელს. დღეს უკვე მიმდინარეობს მათი ეპიდემიოლოგიური კონტაქტების კვლევა და რამდენი გადავა თვითიზოლაციაში ალბათ დღეს დღის განმავლობაში გამოჩნდება. რაც შეეხება ზომებს, ყველას გვაქვს რეკომენდაცია, რომ გავიკეთოთ ტესტირებები და თითონ შენობის დამუშავებაც მიმდინარეობს, - ამბობს "ქართული ცონების" წევრი, დავით სერგეენკო. 

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დეპუტატები საპარლამენტო სხდომებს სრული შემდგენლობით ვერ დაესწრებიან, თუმცა საკანომდებლო ორგანო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 

მსგავსი სიახლეები